ქუქი-ფაილების (Cookies) პოლიტიკა
ბოლო განახლება: 25.06.2026
ეს დოკუმენტი განმარტავს, თუ რომელი ქუქი-ფაილებს (Cookies) ვიყენებთ Terrai-ის ვებსაიტზე და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა. წინამდებარე პოლიტიკა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და ევროპულ ePrivacy დირექტივას.
1. რა არის ქუქი-ფაილები?
ქუქი-ფაილები (Cookies) არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ვებსაიტის მონახულებისას ინახება თქვენს ინტერნეტ-ბრაუზერში. ისინი გვეხმარება თქვენი ბრაუზერის ამოცნობაში, თქვენი არჩევანის (მაგალითად: ენის, დიზაინის თემის) შენახვასა და საიტით სარგებლობის გამოცდილების გაუმჯობესებაში.
2. რა კატეგორიის ქუქი-ფაილებს ვიყენებთ?
- აუცილებელი (Essential): გამოიყენება ანგარიშზე შესასვლელად, სესიის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ ფაილების გარეშე ვებსაიტი გამართულად ვერ იმუშავებს.
- ფუნქციური (Functional): გამოიყენება ენის ასარჩევად, ინტერფეისის თემის (მუქი/ნათელი) დასამახსოვრებლად და სხვა პარამეტრებისთვის. ეს არჩევანი თქვენს ბრაუზერში ლოკალურად (localStorage) ინახება. მათი მიზანი მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაა.
- ანალიტიკური (Analytics): გვაწვდის სტატისტიკას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება პლატფორმა (Vercel Analytics). ეს მონაცემები საერთოა (აგრეგირებული) და არ გამოიყენება პიროვნების იდენტიფიცირებისთვის.
მნიშვნელოვანია: ჩვენ არ ვიყენებთ მესამე მხარის სარეკლამო ქუქი-ფაილებს (როგორებიცაა Google Ads, Facebook Pixel და ა.შ.).
3. კონკრეტული ქუქი-ფაილები
აქ მოცემულია იმ ძირითადი ჩანაწერების ჩამონათვალი, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. ნაწილი ნამდვილი ქუქი-ფაილია, ნაწილი კი თქვენს ბრაუზერში ლოკალურად (localStorage) ინახება, ეს ჩანაწერები სერვერს არ ეგზავნება და მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე რჩება.
| დასახელება | მიზანი | ტიპი / ვადა |
|---|---|---|
| sb-* | Supabase ავტორიზაცია | Cookie · 1 წელი |
| terrai.locale | ენის არჩევანი | localStorage · მუდმივი |
| terrai-dashboard-theme | მუქი/ნათელი (Dark/Light) თემა | localStorage · მუდმივი |
| terrai-cookie-consent | თქვენი თანხმობა ქუქი-ფაილების გამოყენებაზე | localStorage · მუდმივი |
4. თანხმობა
ვებსაიტზე პირველივე ვიზიტისას თქვენ იხილავთ საინფორმაციო ფანჯარას (ბანერს), რომელიც ითხოვს თქვენს თანხმობას არააუცილებელი ქუქი-ფაილების გამოყენებაზე. თქვენ შეგიძლიათ:
- დაეთანხმოთ ყველა ფაილის გამოყენებას.
- დაეთანხმოთ მხოლოდ აუცილებელი (Essential) ფაილების გამოყენებას.
- გააუქმოთ თქვენი არჩევანი ბრაუზერის მონაცემების (site data / localStorage) გასუფთავებით, ამის შემდეგ ბანერი ხელახლა გამოჩნდება და თავიდან აირჩევთ.
5. როგორ უარვყოთ ქუქი-ფაილები?
არააუცილებელი ქუქი-ფაილების გამოსართავად შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები:
- Chrome: Settings → Privacy and security → Cookies and other site data
- Firefox:Settings → Privacy & Security → Cookies and Site Data
- Safari: Preferences → Privacy → Manage Website Data
- Edge: Settings → Cookies and site permissions
ლოკალურად შენახული ჩანაწერები (localStorage, ენა, თემა, ქუქი-ფაილების თანხმობა) იშლება იმავე „site data"-ს გასუფთავებით.
გაითვალისწინეთ: აუცილებელი ქუქი-ფაილების გათიშვის შემთხვევაში, პლატფორმის ფუნქციონირება შესაძლოა შეფერხდეს (მაგალითად, ვერ შეძლებთ თქვენს ანგარიშში შესვლას).
6. ცვლილებები
წინამდებარე პოლიტიკაში შესული ცვლილებების შესახებ შეგატყობინებთ ვებსაიტზე გამოსატანი საინფორმაციო ფანჯრის (ბანერის) მეშვეობით. ბოლო განახლების ზუსტი თარიღი მითითებულია გვერდის თავში.
7. კონტაქტი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: terraiestate@gmail.com